Tuesday, February 26, 2013

მეორე დავალება

მეორე დავალების შესასრულებლად თქვენ თავად უნდა შეარჩიოთ და აღწეროთ კონფლიქტური სიტუაცია თქვენი გამოცდილებიდან. შეიძლება ეს კონფლიქტი უშუალოდ თქვენ გეხებათ ან თქვენს გარემოცვაში განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ კონფლიქტის გადაჭრის ექვსსაფეხურიანი მოდელი.

 

 კონფლიქტი რომლის შესახებაცმინდა ვისაუბრო,კლასელების შორის წარიმართა,ზოგადად ერთ ბიჭისა და გოგონებს შორის. კლასში ერთი ბიჭი ძალიან თავხედურად იქცეოდა და აშაყირებდა გოგონებს,თითქმის კლასის ყველა გოგონას.მას ეგონა,რომ რადგან თვითონ ბიჭია,მას ყველაფერი შეიძლება.ეს თავხედობა მას გააჩნდა,იმიტომ რომ იგი შეძლებული ოჯახიდან იყო.იგი ყველას დასცინოდა,ყველასთან მიმართებაში უპირატესობას გრძნობდა და თუმცა ეს არ იყო განპირობებული იმით,რომ იგი მართლაც ჭკვიანი ან განსაკუთრებული იყო.(თუნდაც ასეც რომ ყოფილიყო გამორჩეული ბავშვი სხვებთან მიმართებაში თავაზიანი და კულტურული უნდა იყოს.)

აქვეა კონფლიქტის გადაჭრის ექვსსაფეხურიანი მიდგომა:

1)მხარე 1–ბიჭი                              მხარე 2–გოგონები

2)კონფლიქტი მდგომარეობს ბიჭის თავხედობაში.

3)კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატიული გზები

1)ამ თემასთან დაკავშირებით  გოგონები ელაპარაკებიან ბიჭს.

2)ამასთან დაკავშირებით გოგონები აცნობენ კლასის დამრიგებელს და ბიჭის მშობელს.

3)გოგონები არ ელაპარაკებიან და ყურადგებას არ აქცევენ იმ ბიჭს,რათა ჭკუაზე და გონებაზე მოვიდეს,რომ თანაკლასელებთან მიმართებაში შეცვალოს ქცევა.

4)1 მხარესთვის საუკეთესო გამოსავალია,რომ გოგონების და მას შორის მოლაპარაკება წარიმართოს.2მხარესთვის საუკეთესო გამოსავალია,რომ ბიჭს დასაჯონ და მასთან არანაირი კავშირი არ იქონიონ და ყურადღებაც  არ მიაქციონ საერთოდ მას.

5)ჩემთვის ამ კონფლიქტის მოგვარების და ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო  გზაა,გამოსავალია ის რომ გოგნები ამასთან დაკავშირებით აცნობენ კლასის დამრიგებელს და ბიჭის მშობელს,რათა ბიჭმა გააცნობიეროს რომ თვითონ თუ გოგონებზე ძლიერია მასზე უფრო ძლიერი ძალა არსებობს და ამის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

6)მეორე ალტერნატიული გზა ყველაზე ეფექტურია,რადგანაც როგორი ძლიერიც  ადამიანი არ უნდა ყოფილიყოს მასზე ყოველთვის უფრო ძლიერი ადამიანები არსებობენ.

   

No comments:

Post a Comment