Saturday, February 16, 2013

რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად?


რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად?

    სტერეოტიპები–ფიქსირებული შთაბეჭდილება  ჯგუფის შესახებ,რომლის მეშვეობითაც ხდება მოცემული ჯგუფის კონკრეტული წევრების აღქმა.არსებობს სტერეოტიპები ეროვნული,სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების,რელიგიურ ჯგუფების და სხვათა მიმართ.სტერეოტიპები შეიძლება იყოს დადებითი ასევე უარყოფითი.
     მე დავწერე სოციალურ სტერეოტიპებზე და გენდერულ სტერეოტიპებზე.


ერთის მხრივ, სტერეოტიპები ადამიანს საშუალებას აძლევენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მთლიანობაში, ერთიანი კომპლექსის მსგავსად, აღიქვან სიტუაციები, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხვდებათ, რამდენადაც სტერეოტიპები შეიცავენ სტანდარტიზებულ კოლექტიურ გამოცდილებას და ადამიანს რაიმე მოვლენის უბრალო საერთო ფორმულას სთავაზობენ. ეს ეხმარება ადამიანის ცხოვრებაში ორიენტირებაში და განსაზღვრული წესით მიმართავს მის ქცევას. ასეთი სტერეოტიპული აღქმა ავტომატურად ხორციელდება, მაგალითად, კოლექტიურ სოციალურ რწმენას "უფროსებს პატივი  უნდა ვცეთ", ცნობიერება ავტომატურად იღებს და ადამიანი აღარ განიხილავს დაწვრილებით რატომ უნდა ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ უნდა ვცეთ მათ პატივი, უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა. ამაშია სოციალური სტერეოტიპის პლიუსი, ჩვენ არ გვიხდება დიდი რაოდენობის ყველა შესაძლო ინფორმაციის ანალიზი, სხვაგვარად თითოეული ადამიანი ამა თუ იმ მოვლენის ყველა დეტალის ქაოსში ჩაიძირებოდა. მეორეს მხრივ, სოციალური სტერეოტიპები რეალობის აღქმას ამახინჯებენ,  სიტუაცია ან ობიექტი მასობრივი წარმოდგენის თვალსაზრისით განიხილება, ფაქტების, თანამედროვე მახასიათებლების და ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინების გარეშე. ის რაც კოლექტიური რწმენაა (საზოგადოებაში ცნობილი და მიღებული), აღიქმება, როგორც "კარგი", ხოლო ის რაც არაა მიღებული - აღიქმება, როგორც "ცუდი". გამოდის, რომ თუ ახალგაზრდა ადამიანი მოქმედებს სოციალური სტერეოტიპის გავლენით "ახალგაზრდობა რომანტიულობის და მეამიტობის დროა", ეს ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. რა ხდება, მაშინ, თუ ის  ადექვატური რეალისტია? ამ შემთხვევაში, მას აშკარად რიგზე ვერ აქვს. ამგვარად, სოციალური სტერეოტიპების გავლენით ადამიანები არა მხოლოდ "იარლიყებს აკრავენ", არამედ აფასებენ "სწორია-არასწორია", ამგვარ შემთხვევებში შესაძლოა მოისმინოთ ფრაზები "ასე არავინ აკეთებს" ან  "ყველა ასე ცხოვრობს".
შეგვიძლია გამოვყოთ გენდერული (სქესის მიხედვით განსხვავებული) სტერეოტიპები - მამაკაცისა და ქალის გამარტივებული სქემატური და ემოციონალურად შეფერილი მყარი წარმოდგენები. ეს არის მასობრივი რწმენა იმისა, როგორ იქცევიან ნამდვილი მამაკაცები და ქალები. ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, გენდერული სტერეოტიპები ადამიანთა ქცევას არაცნობიერ დონეზე არეგულირებენ. თითოეულ ადამიანს აქვს კულტურის, აღზრდის და სოციალური ნორმების მოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის გამარტივებული სქემების ნაკრები. აღნიშნულ სტერეოტიპებს ბავშვები უნებლიეთ ითავისებენ მშობლებთან, თანატოლებთან ურთიერთობის ასევე მიზანმიმართული აღზრდისა და სწავლების პროცესში. ბავშვი იბადება მდედრობითი ან მამრობითი სქესით, მაგრამ მხოლოდ აღზრდის შედეგად ხდება მამაკაცი ან ქალი, სწავლობს რა თავისი ქცევის შეწყობას მამაკაცის ან ქალისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნათა გარკვეულ ნაკრებთან. ამავე პრინციპით ხორციელდება ადამიანის  ქცევის კულტურული ნორმების სისტემაში შესვლის პროცესი. მისი ერთ-ერთო ცენტრალური ელემენტია გენდერული სტერეოტიპების (ვიზუალური, ემოციონალური და მორალურ-ეთიკური წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის შესახებ) გათავისება. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარი სტერეოტიპების არსებობის დადებითი მხარეა.
მაგრამ ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. ლიტერატურული წყაროების თანახმად, გენდერული სტერეოტიპი - ეს არის შეხედულება და შეფასება, რომელიც, როგორც წესი, დაფუძნებულია გენდერულ ცრურწმენებზე (წინასწარ შექმნილ უარყოფით აზრზე), და არა რაციონალურ ცოდნაზე. ამასთანავე, ამგვარი სტერეოტიპების უმრავლესობა ტრადიციულ პატრიარქარულ კულტურაში ჩამოყალიბდა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) მთავარ როლს მამაკაცს ანიჭებდა. აქედან მოდის სტერეოტიპები: "ქალი სუსტი არსებაა", "ქალი დიასახლისი უნდა იყოს", "მამაკაცები საუკეთესი ხელმძღვანელები არიან", "მამაკაცი უნდა ფლობდეს ძალაუფლებას" და ..
თანამედროვეობაში ეს სტერეოტიპები ძალას არ კარგავენ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია "კოლექტიური გამოცდილების" სტერეოტიპებიც. ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტულ პიროვნებას მიეწერება ესა თუ ის თვისება მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეული ჯგუფის წარმომადგენელია. მაგალითად, როდესაც მამაკაცი მეგობრებთან შეხვედრას აპირებს, ხშირად ქალის რეაქცია ასეთია: "რა თქმა უნდა ქალბატონებით გაერთობით თქვენს შეკრებაზე", ეს სხვა არაფერია, თუ არა სტერეოტიპი. ამ დროს, ქალი არ აღიქვამს თავის მამაკაცს, როგორც თავისას, ზუსტად მას როგორც პიროვნებას არ აფასებს, არ აკვირდება სიტუაციას. ამ მომენტში მოქმედებაში მოდის სტერეოტიპი "ყველა მამაკაცი ღალატობს ცოლს". და სადღაა პიროვნების ინდივიდუალური თვისებები?
მეორე მაგალითი, როდესაც მამაკაცი ქალის მიმართ თავის გრძნობებს მხოლოდ საჩუქრების გამოყენებით ამჟღავნებს, ამავე დროს არ თვლის საჭიროდ გაესაუბროს, მოუსმინოს, გაუგოს, გამოვლინოს ზრუნვა, სითბო და ალერსი. ის ფიქრობს, რომ ოქრო და ბრილიანტები ან ცხოველის ბეწვი (ქურქის სახით) - მხოლოდ ესაა ყველაფერი რაც ქალს სჭირდება. ამასთანავე ოჯახში წარმოქმნილ კონფლიქტებსაც ის მატერიალურ დონეზე აგვარებს. ამგვარად ცოლისთვის ნაჩუქარი თითოეული ბეჭედი, სამაჯური ან ძვირფასი თეთრეული აღმოჩნდება მისი "მაპატიე, არ ვიყავი მართალი" ან  "მე შენ მიყვარხარ". სულიერი ღირებულებები იმდენად უფასურდება, რომ ადრე თუ გვიან, თავმოყვარე ქალი დაიღლება ურთიერთობებში სულიერი ნაწილის არარსებობით და გადაუწრვეტელი პრობლემებით, რომლებიც საჩუქრების მიუხედავად, შინაგანად ღრმა კვალს ტოვებენ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ მამაკაცი მოექცა სტერეოტიპის "ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ" მოქმედების ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში მამაკაცი არ აღიქვამს თავის მეუღლეს, როგორც ინდივიდს, ვერ ხედავს მის თვისებებს, მოთხოვნილებებს, სურვილებს. ის მას უცხო სახეს არგებს, იქცევა ილუზიური აღქმის თანახმად და მეუღლისგანაც ამ ილუზიისადმი შესატყვისობას მოითხოვს.

ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ ეს თქვენ ხართ და შეუძლებელია გქონდეთ ყველაფერი ისე, როგორც ეს თქვენი ქუჩის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეზობელს აქვს. მნიშვნელოვანია საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ და ყოველთვის დარჩეთ ადამიანად. ამ შემთხვევაში სტერეოტიპებთან ერთად ცხოვრებაც შეიძლება.

1 comment:

  1. samwuxarod adamiani am stereotipebze damokidebuli xdeba da ase rom vtqvat imis iqit gaxedva uchirs, tviton agar uyurebs tavis shexedulebas :((( :X chemtvis stereotipis damsxvrevis ertaderti gza imedgacruebaa :)))) :D

    ReplyDelete