სომხური კერძები
სომხური ტრადიციული დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია სომხური სუფრა ტრადიციული კერძებით.სომხური კერძებიდან ყველაზე ძირძველი და გავრცელებულია ტოლმა:კომბოსტოს ფოთლებით და ვაზის ფოთლებით მომზადებული.
მე გთავაზობთ ვაზის ფოთლებით გამზადებულ ტოლმას.ასევე სომხური სუფრის უგემრიელესი კერძია იშხანით(თევზი) მომზადებული კერძები.ასევე გთავაზობთ მისგან დამზადებულ ერთ–ერთ რეცეპტს.
ვაზის ფოთლებით ტოლმა
ინგრიდიენტები:
- საქონლის გატარებული ხორცი–1კგ.
- ხახვი 2–3 თავი
- მწვანილი(ქინძი,ოხრახუში)
- მარილი
- შავი და წითელი პილპილი
- ბრინჯი– ნახევარი ჭიქა
- ვაზის ფოთლები
- მაწონი–250გრ

- ნიორი–2,3კბილი
ხორცი გავატაროთ ,შემდეგ გავატაროთ ხახვი და წვანილი.დავუმატოთ მარილი,შავი და წითელი პილპილი ხორცს.მოვურიოთ,რომ ხორცმა სუნელები მიიღოს.მიღებულ ფარშს დავუმატოთ ბრინჯი.ვაზის ფოთლები წონასწარ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჩავუყაროთ მდუღარე წყალში,შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და დავიწყოთ ტოლმების მომზადება.თითო ფოთოლზე თითო კოვზი ფარში დავადოთ და გავახვიოთ.მიღებული თითოეული ტოლმა ლამაზად დავალაგოთ ქვაბში.დავამატოთ ცივი წყალი,რომ დაფაროს ტოლმები.დავდოთ გაზქურაზე და ნელ ცეცხლზე მოვადუღოთ სანამ მოიხარშება ბრინჯი.კერძი მივართვათ მაწვნიან–ნიორიან სოუსით.
იშხანი ტარხუნით
ინგრიდიენტები:
მომზადება
იშხანი დავასუფთავოთ,გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.დავალაგოთ ქვაბში,ჩავუყაროთ წყალში,იმდენად რომ დააფაროს თევზი.წყალში ჩავაყაროთ შავი პილპილი.ტარხუნა გავრეცხოთ და ყოველ თევზის ნაჭერთან დავუმატოთ ტარხუნა.
ნელ ცეცხლზე მოვადუღოთ სანამ წყალი გაშრება და თევზის თვალები გამოვა.
გავაფორმოთ ლიმონის ნაჭერებით.
გემრიელად მიირთვით...
rogor miyvars vazis potlis tolma dzalian gemrielia
ReplyDelete