Saturday, December 15, 2012

სომხური კერძები

სომხური კერძები

სომხური ტრადიციული დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია სომხური სუფრა ტრადიციული კერძებით.სომხური კერძებიდან ყველაზე ძირძველი და გავრცელებულია ტოლმა:კომბოსტოს ფოთლებით  და ვაზის ფოთლებით მომზადებული.
   მე გთავაზობთ  ვაზის ფოთლებით გამზადებულ ტოლმას.ასევე სომხური სუფრის უგემრიელესი  კერძია იშხანით(თევზი) მომზადებული კერძები.ასევე გთავაზობთ მისგან დამზადებულ ერთ–ერთ  რეცეპტს.

ვაზის ფოთლებით ტოლმა

ინგრიდიენტები:
  • საქონლის გატარებული ხორცი–1კგ.
  •  ხახვი 2–3 თავი
  • მწვანილი(ქინძი,ოხრახუში)
  • მარილი
  • შავი და წითელი   პილპილი
  • ბრინჯი– ნახევარი ჭიქა
  • ვაზის ფოთლები
  • მაწონი–250გრ
  • ნიორი–2,3კბილი
მომზადება
ხორცი გავატაროთ ,შემდეგ გავატაროთ ხახვი და წვანილი.დავუმატოთ მარილი,შავი და წითელი პილპილი ხორცს.მოვურიოთ,რომ  ხორცმა სუნელები მიიღოს.მიღებულ ფარშს დავუმატოთ ბრინჯი.ვაზის ფოთლები წონასწარ რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჩავუყაროთ მდუღარე წყალში,შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და დავიწყოთ ტოლმების მომზადება.თითო ფოთოლზე თითო კოვზი ფარში დავადოთ და გავახვიოთ.მიღებული თითოეული ტოლმა ლამაზად დავალაგოთ ქვაბში.დავამატოთ  ცივი წყალი,რომ დაფაროს ტოლმები.დავდოთ გაზქურაზე  და ნელ ცეცხლზე მოვადუღოთ სანამ მოიხარშება ბრინჯი.კერძი მივართვათ მაწვნიან–ნიორიან სოუსით.

იშხანი ტარხუნით

ინგრიდიენტები:
  • იშხანი–2-3 ცალი
  • პილპილი–2თავი
  • მარილი–გემოვნებით
  • შავი პილპილი
  • მწვანე ტარხუნა–1 კონა
  • კარაქი
მომზადება
იშხანი დავასუფთავოთ,გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.დავალაგოთ ქვაბში,ჩავუყაროთ წყალში,იმდენად რომ დააფაროს თევზი.წყალში ჩავაყაროთ შავი პილპილი.ტარხუნა გავრეცხოთ და ყოველ თევზის ნაჭერთან დავუმატოთ  ტარხუნა.
ნელ ცეცხლზე მოვადუღოთ სანამ წყალი გაშრება და თევზის თვალები გამოვა.
გავაფორმოთ ლიმონის ნაჭერებით.  
 
გემრიელად მიირთვით...

Wednesday, December 12, 2012

პლურალიზმი

პლურალიზმი

პლურალიზმი–დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ერთერთი მახასიათებელია,რაც გულისხმობს ერთ საკითხზე  განსხვავებულ აზრთა სიმრავლესა და დაცულობას.
საქართველო სახელმწიფოა,სადაც აზრთა სომრავლე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოში გატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნები პლურალიზმის დიდი მაგალითია.დღეს საქართველოს პარლამენტი მრავალფეროვანია.
საერთოდ პლურალიზმი თავის მწვერვალს მიაღწია ევროპაში,დასავლურ ევროპულ ქვეყნებში მართლაც რომ არსებობს ჭეშმარიტი პლურალიქმი და არ იდევნება განსხვავებული აზრი.

ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე


    ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე
       ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი დღეები უამრავია, მაგრამ ყველაზე ბედნიერი დღე ის დღეებია,როდესაც ჩემს ოჯახთან ერთად დასასვენებლად მივემგზავრებით.მახსოვს ის დღე როდესაც მივემგზავრეთ ზღვაზე,ვიყავით საქართველოს ულამაზეს კუთხეში:აჭარაში.აჭარაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის.აჭარის ყველაზე ლამაზი ქალაქია ბათუმი,სადაც ორი დღე გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად.ველაზე მეტად მომეწონა ბოტანიკური ბაღი.შემდეგ მივემგზავრეთ ქობულეთში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ზღვის პირას ვიყავით,საღამოობით კი ვსეირნობდით,ან ,,ციცინატელაში" ვატარებდით დროს.
       მე ბედნიერად ვგრძნობდი თავს რომ,და ბედნიერად ვგრძნობ რომ საქართველო ჯადოსნური ვეყანაა,ძალიან მიმზიდველი და საინტერესო,სადაც ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს.ეს ხომ ჩემი სამშობლოა,საყვარელი და საინტერესო.
        მე ბედნიერი ვარ და მეამაყება,რომ საქართველოს მამულიშვილი ვარ და საოცარი ოჯახი მყავს.

ტრეინინგი


  მე ძალიან მომეწონა ეს ტრეინინგი.გავიგე,რომ საზოგადოების წევრებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აქვთ სხვადასხვა აზრი.ჩემთვის მისაღებია ის,რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი და მე ვფიქრობ,რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და მოუსმინონ განსხვავებული აზრი.
 
დემოკრატიული საზოგადოების შექმნის თვალსაზრისით ადამინაი თავისუფალია და მიუხედავად მისი წარმოშობის და რელიგიური მრწამსისა იგი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრია და უნდა დაცული იყოს მისი ღირსება და თავისუფლება.